მამუკა მდინარაძე - მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, სააკაშვილს თმა რომ გადაევარცხნა და წვერი არ მოეშვა, მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა - ეს ადამიანი დღეს ბინძურად სიმულირებს

თქვენც გჯერათ, რომ იმდენად მძიმეა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა? - მე ეს არ მჯერა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ პატიმარი სიმულაციაში ამხილა.

„არ სჯერა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, რომელმაც დღეს სიმულაციაში კიდევ ერთხელ ამხილა პატიმარი, რომელმაც გადაწყვიტა, ამგვარად მოატყუოს საზოგადოება. მთელი თავისი ცხოვრება ატყუებდა, სტრესში, წამებაში ჰყავდა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ფიქრობს, რომ მას თმა რომ გადაევარცხნა და წვერი არ მოეშვა, მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა. ვეთანხმები საზოგადოების აზრს, რომ ეს ადამიანი დღეს ბინძურად სიმულირებს. წინა კადრები რომ ვნახე და დღევანდელი, მას შემდეგ კიდევ უფრო მჯერა, რასაც ვხედავ, თუ რას კადრულობს, მსახიობობს", - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პოსტტრავმულ აშლილობაზე როცა საუბრობენ, აშლილობა მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ჰქონდა.

„აშლილობა ზოგადად ამ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა, პოსტტრავმა რამ გამოიწვია, აქ არის "ფეიკი". მას არანაირი ტრავმა არ მიუღია, არანაირი წამება არ ყოფილა, ოროთახიან "ლუქსშია" მოთავსებული და ამხელა მონოლოგის მიუხედავად, თქვენ კვლავ ვერ მისახელებთ იმ დიაგნოზს, რომელიც ქართული კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება ამ ადამიანის გათავისუფლების საფუძველი გახდეს", - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის