ფინანსთა მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან დიპლომატს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივის მხარდაჭერას.

„ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობაზე, მათ შორის, ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის პროგრამას, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი რაფაელ ჟოზანი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს