„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ოზურგეთის ტექნოპარკში პირველი 48-საათიანი ჰაკათონი - „Game Jam“ გაიმართა

„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, განაგრძობს ინოვაციური ინიციატივების მხარდაჭერას და ახალგაზრდებში ტექ-უნარების განვითარების ხელშეწყობას. ამის შესახებ ინფორმაციას „საქათველოს ბანკი“ ავრცელებს.

სწორედ ამიტომ, „საქათველოს ბანკი“ წელს GITA-ს ოზურგეთის ტექნოპარკის პროექტის „Game Jam ოზურგეთი” მთავარი პარტნიორია.

მათი ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, 17-18 დეკემბერს ოზურგეთში პირველი „Game Jam“ გაიმართა. ეს იყო 48-საათიანი ჰაკათონი, რომელიც მიზნად ისახავდა, კომპიუტერული თამაშების შექმნით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშეწყობას, მათში ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და ლოკალურ დეველოპერულ ქსელში ინტეგრაციას.

ორი დღის განმავლობაში, ჰაკათონში მონაწილე გუნდები კვალიფიციური მენტორებისა და ტრენერების დახმარებით კომპიუტერული თამაშების დემო-ვერსიების შექმნაზე მუშაობდნენ. შედეგად, შვიდმა გუნდმა ჟიურის და აუდიტორიის წინაში საკუთარი თამაშები წარადგინა.

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი „Da Vinchi's Dream” გახდა. გუნდის ორივე წევრს - ზუკა კენჭუაშვილსა და ლუკა გორგაძეს საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული პრიზი - 5000 ლარი გადაეცა.

„Game Jam-ის“ ჰაკათონში მეორე ადგილზე გუნდი „Arnold-ი“ გავიდა, მესამე ადგილი კი „AI-Hunter-მა“ დაიკავა.

„თამაშების დეველოპმენტი მომავლის სფეროა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, საკუთარი ფანტაზია რეალობად აქციონ, შექმნან უნიკალური პროდუქტი, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის. „Game Jam-ის“ ჰაკათონი კი ამ სფეროში უნარების განვითარებისა და საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო საშუალებაა, რომელმაც ოზურგეთში თავი მოუყარა მოყვარულ და პროფესიონალ კომპიუტერული თამაშების შექმნელებს და მისცა მათ შესაძლებლობა, გამოევლინათ საკუთარი პოტენციალი“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ბრენდ მენეჯერი, თამარ ნოზაძე.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა ოზურგეთში თამაშების დეველოპმენტის სეგმენტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „Game Jam“ ჰაკათონის ჩატარება, რომელმაც მისცა სტიმული პროფესიონალ დეველოპერებს, ჩამოსულიყვნენ ოზურგეთში და შეექმნათ ისეთი თამაშები, რომლებსაც კომერციული პოტენციალი გააჩნიათ“, - აცხადებს ოზურგეთის ტექნოლოგიური პარკის მენეჯერი ავთო თავდიშვილი.

გამარჯვებული გუნდების მიერ შექმნილი თამაშების ვიდეო მიმოხილვა და მათი აღწერები „საქართველოს ბანკის“ სტუდენტური ბარათის Facebook-ის გვერდზე განთავსდება.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს