ალექსანდრე გეჯაძე - გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, რამ აიძულა შალვა ხაჭაპურიძე, რომ ამ კონტექსტში მოეხსენიებინა ჩემი პერსონა - შეიძლება მომიბოდიშოს

2012 წლამდე 1-2 ეპიზოდი იყო, მაგრამ 2012 წლიდან არანაირი ზარი, პირდაპირი ან ირიბი, გაკვრითი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა , - ამის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის "ვექტორი" წარმომადგენელმა, ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ გეჯაძემ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მან „ის დასკვნა დადო, რომელიც შსს-ს აწყობდა“.

როგორც გეჯაძემ განაცხადა, ძალოვან სტრუქტურასთან და ექსპერტიზასთან მიმართებით მხოლოდ მაშინ აქვს კომუნიკაცია, როდესაც საქმე მათ მიერ დანიშნულ ექსპერტიზას ეხება.

დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, ის გაკვირვებული და გაოგნებულია ხაჭაპურიძის სიტყვებით, რადგან დამოუკიდებელი სტრუქტურის პირობებში მასთან მუშაობის წლები აკავშირებს.

ამასთან, გეჯაძე აცხადებს, რომ შალვა ხაჭაპურიძის განცხადება მის სტრატეგიას უკავშირდებოდა, თუმცა მორალურად რა გზა აირჩია, ეს კითხვის ნიშანებს იწვევს.

"2012 წლამდე იყო 1-2 ეპიზოდი, თუმცა ამას თავი დავანებოთ, მაგრამ 2012 წლიდან არანაირი ზარი, მითითება, არანაირი პირდაპირი ან ირიბი რაღაც გაკვრითი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

შალვას მთავარი მიზანი სტრატეგიულად იყო ის, რომ ექსპერტიზა აღარ დანიშნულიყო - არც სამხარაულის, არც ჩვენი სტრუქტურის და არც კიდევ ერთი დამოუკიდებელი საექსპერტო სტრუქტურის. ეს შალვას აწყობდა, რადგან პროცესი კიდევ ერთხელ გაჭიანურდებოდა და შალვამ თავისი სტრატეგიით მიაღწია თავის საწადელს და მოსამართლეს დაუმტკიცა, რომ ახლა აზრი არ აქვს ექსპერტიზის ჩატარებას. ეს თავისი სტრატეგია და მიზანი როგორ განახორციელა მორალურად, გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს. ალბათ, შალვა დამიკავშირდება და შეიძლება მითხრას - „ალეკო, სხვა გზა არ მქონდა და ჩემს სტრატეგიას ასე სჭირდებოდა“. შეიძლება მან მომიბოდიშოს და ასე რომც გველაპარაკა და მე ჩამეწერა, არ გეწყინოსო.

რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, რადგან ბატონ შალვასთან წლები მაკავშირებს დამოუკიდებელი სტრუქტურის არსებობის პირობებში. რამ აიძულა ბატონი შალვა, რომ ამ კონტექსტში მოეხსენიებინა ჩემი პერსონა, რომ თურმე მე ძალოვანი სტრუქტურების შეკვეთებზე ვმუშაობ, თურმე მე, ალექსანდრე გეჯაძე პირნათლად ვასრულებ იმას, რასაც ძალოვანი სტრუქტურები მიმითითებენ და ა.შ.“, - აცხადებს გეჯაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო