გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილს უკრაინელებისთვის უნდოდა მიემართა და გაემხნევებინა

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა თავის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრება ვეღარ შეძლო, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა ,,ვივამედში” შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მისთვის მთავარია ის, რომ საზოგადოებამ ყოფილი პრეზიდენტი იხილა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.

,,სასამართლო პროცესზე გაუწყვიტეს კავშირი, რადგან უკრაინულად არ ალაპარაკეს. უბრალოდ უკრაინელებისთვის უნდოდა მიემართა და გაემხნევებინა. ის უკრაინის მოქალაქეა. ისევ უკრაინა ჰქონდა ჩართული [ტელევიზორში], ზოგჯერ გადართავს ხოლმე სასამართლო პროცესზე. ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია. ისიც არ ვკითხე, სიცხე რამდენი აქვს.

პროცესზე ვეღარ ჩაერთო, რადგან მერე კარგად არ იყო. მთავარია გამოჩნდა და ხალხმა დაინახა. ძალიან დამღლელი იყო ეს ყველაფერი და უჩვეულოც”, - განაცხადა ალასანიამ.

გიული ალასანიამ ისაუბრა სასამართლოში ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრის, ერიკ დევიდ გოლდსმიტის დაკითხვაზეც.

,,ამერიკელი პროფესიონალი ჩამოვიდა და დაიკითხა, ამდენი საათი გაგრძელდა მისი დაკითხვა, ჩვენი მხარისთვის ეს გამოცდილებაა.

მაგალითად: მას ასეთი შეკითხვა დაუსვეს, საიდან გაქვს ეს ინფორმაცია, საიდან შეაგროვეო? მან უთხრა, რომ ინტერვიუები მქონდა დედასთან, ბიძასთანო, ამ საქმეს ძალიან ირონიულად შეხედეს. ფსიქიატრები ყველაფრის მიზეზს ეძებენ ბავშვობაში. ბავშვობაში ხომ არ მიიღო ისეთი ტრავმა, რის გამოც მძიმე შედეგები დადგა.

მართლაც გვქონდა ინტერვიუ, მისი თხოვნით სამი ვიყავით ჩართული. დეტალებს გვეკითხებოდაა, აინტერესებდა, რა პირობებში გაიზარდა, ხომ არ აკლდა ბავშვობაში სითბო ან როგორ სწავლობდა, ყოფითი რაღაცები. აუცილებელი იყო, რომ მას ახლობლებთან ელაპარაკა”, - აღნიშნა ალასანიამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი