გიორგი რუხაძე - როდესაც დემოკრატიული სამყარო რაღაცას გთხოვს ადამიანური ფორმით და შენ პასუხობ: „ფასი აღარ აქვს, ჩალის ფასი აქვს“ - არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ერთ დღესაც კარს მოგიკეტავენ

როდესაც დემოკრატიული სამყარო A-დან Z-მდე რაღაცას გთხოვს ადამიანური ფორმით და შენ ასე პასუხობ - „ფასი აღარ აქვს, ჩალის ფასი აქვს“, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ერთ დღესაც კარს მოგიკეტავენ და დარჩები ისე , - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რასაც მიხეილ სააკაშვილს უკეთებენ, ფასს საქართველოს მოქალაქეები გადაიხდიან და საქართველო, როგორც სახელმწიფო, ამის გამო ბევრ რამეს დაკარგავს.

„ვის სიტყვებს აქვს ფასი? - გამოვიდეს და გვითხრას. ივანიშვილის სიტყვებს აქვს ფასი? ფასი აღარ აქვს, ჩალის ფასი აქვს ან ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს - როდესაც დემოკრატიული სამყარო A-დან Z-მდე რაღაცას გთხოვს ადამიანური ფორმით და შენ ასე პასუხობ, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ერთ დღესაც კარს მოგიკეტავენ და დარჩები ისე. დღეს, რასაც მიხეილ სააკაშვილს უკეთებენ, ამისთვის ფასს გადავიხდით ჩვენ. საქართველო, როგორც სახელმწიფო, ამის გამო ბევრ რამეს დაკარგავს. ეს ადამიანები სწორედ იმიტომ არიან, რომ სახელმწიფოს ინტერესები დააყენონ პირველ რიგში. დედამიწაზე ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის სააკაშვილის ამ მდგომარეობაში პატიმრობაში ყოფნა უკეთესია, ვიდრე მისი პოლონეთის, გერმანიის თუ ავსტრიის რომელიმე კლინიკაში მკურნალობა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოსთვის ეს უკეთესია, რაც ხდება“,- განაცხადა გიორგი რუხაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებებს, რუხაძე ამბობს, რომ ადამიანები „შინაური ცხოველების ჯგროს“ დაემსგავსნენ.

„მართლა გული მწყდება, როგორ კარგავენ ადამიანები სახეს და ადამიანობას. როგორ ემსგავსებიან შინაური ცხოველების ჯგროს, რომელსაც ერთი პატრონი ჰყავს და ის განსაზღვრავს, როდის შეჭამენ, როდის დალევენ, როდის მოკვდებიან და როდის რა უნდა თქვან. ჩემი აზრით, რაც სასამართლოდან ვიხილეთ, საშინელი კადრებია. ვისზეც ამან არ იმოქმედა, ემპათია არ გამოიწვია, სინანული არ აღძრა, ეს ხალხი როგორ საუბრობს ან ქვეყნის ინტერესებზე ან ქრისტიანობაზე და ადამიანობაზე. ოჯახები ხომ ჰყავთ, ცოლები, შვილები. არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთ არაადამიანად იქცე, რა მნიშვნელობა აქვს რის გამო - ძალაუფლებისთვის, იმისთვის, რომ შენი ბატონის გეშინია და მას კიდევ უფრო დიდი ბატონის ეშინია“,- განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში