საქართველოს პროკურატურა გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნისა და ძალადობის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურის განმარტებით, უწყება სააპელაციო წესით გაასაჩივრებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბრალდებულს გირაო - 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

„პროკურატურამ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ბრალდებულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოლიტიკური საქმიანობის მიმართ ნეგატიური შეხედულების გამო, მისი დევნა განახორციელა, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 20 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო - 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება და სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა