ვლადიმერ პუტინი - ჩვენი მიზანია კონფლიქტის დასრულება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიაწოდოს, „უბრალოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს“. ამის შესახებ მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პუტინმა Patriot-ს უწოდა „საკმაოდ ძველი სისტემა“, რომელიც, მისი თქმით, არ მუშაობს რუსეთის С-300-ის მსგავსად.

„ვინც გვეწინააღმდეგება, გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს არის ვითომ თავდაცვითი იარაღი. კარგი, კარგი, ჩვენ ამას უბრალოდ მხედველობაში მივიღებთ. შხამის საწინააღმდეგო ყოველთვის მოიძებნება. ამიტომ, ვინც ამას აკეთებს, ამაოდ აკეთებს. ეს მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებაა და მეტი არაფერი“, - განაცხადა მან.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია უკრაინაში კონფლიქტის დასრულება.

„ჩვენი მიზანია ამ კონფლიქტის დასრულება. ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და გავაგრძელებთ სვლას. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დასრულდეს და რაც უფრო მალე, მით უკეთესი. რა თქმა უნდა“ , - განაცხადა პუტინმა სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა