ვიქტორ ორბანი - დროა ევროპარლამენტი გავაუქმოთ

თუ გვსურს საჯარო ნდობის აღდგენა, დროა ევროპარლამენტი გავაუქმოთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ორბანი ასეთი ფორმით ევროპარლამენტის ახლანდელ სკანდალს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ზომები “საშინლად ჩავარდა”.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელიც ეროვნული დელეგატებისგან იქნება შემდგარი.

“ეს უზრუნველყოფს უფრო მეტ ზედამხედველობას, ანგარიშვალდებულებასა და სანდოობას. დაუბრუნეთ კონტროლი წევრ სახელმწიფოებს!” - თქვა ორბანმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა