იტალიის პრემიერი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, მომავალი წლის პირველ თვეებში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს.

„მინდა ვესტუმრო კიევს მომავალი წლის პირველ თვეებში, ეს არის ერთ-ერთი მოგზაურობა, რომელსაც პრიორიტეტულად მივიჩნევ", - განაცხადა მელონიმ იტალიურ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, მელონის წინამორბედი მარიო დრაგი კიევს ივნისში ეწვია. ის უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა