გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ქალაქ ხაშურში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს 16 ერთეული ფიჭვის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით ოქმი შედგა.

„გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს, რომელიც მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს