„თიბისის“ მხარდაჭერით, სლოვენიაში „ბიბლუსი ჯგუფის“ მაღაზია - XS Igrace (XS Toys) გაიხსნა

„ბიბლუსი ჯგუფმა“, სლოვენიაში, ქალაქ ცელიეში, „თიბისის“ მხარდაჭერით, მაღაზია - XS Igrace (XS Toys) გახსნა, რაც ჯგუფის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღაზია XS Igrace მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში - Citycenter Celje-ში მასპინძლობს.

„როგორც საქართველოში, ისე სლოვენიაში, XS Toys უმაღლესი ხარისხის პროდუქციის რითეილერი კომპანიაა, რომლის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდები: Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares and Bruder, Moose, Schleich, TY და სხვა.

„ბიბლუსი ჯგუფი“ სლოვენიაში სამომავლოდ 10-15 ობიექტის გახსნას გეგმავს.

“ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია და აერთიანებს: წიგნების მაღაზიათა ქსელს - „ბიბლუსს“, სათამაშოების მაღაზიებს - „პეპელას“ და XS Toys-ს, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს - „მულტის“ და კაფეების ქსელს - „პიატოს“. ის ჯამში, ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა