„საქართველოს ბანკის“ აგრო ბუღალტერიის პროგრამაში მონაწილეობა „ბაიას ღვინომ“ მიიღო

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც „საქართველოს ბანკის“ აგრო ბუღალტერიის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა - ბაიას ღვინოა.

მათივე ცობით, აგრო ბუღალტერიის პროექტში 20 კომპანიაა ჩართული.

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს და ფერმერებს მათთვის საჭირო პროექტებში ჩართვას სთავაზობს.

„ჩვენი მეღვინეობა დღითიდღე ფართოვდება და საინტერესოდ ვითარდება, როგორც ადგილობრივ, ასევე 17 საექსპორტო ბაზარზე. რაც შეეხება აგრო ბუღალტერიის პროექტს - საკმაოდ რთულია სწორი ფინანსური მენეჯმენტი და ბუღალტერია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა. პროექტში მონაწილეობამ და საინტერესო ადამიანებთან მუშაობამ სწორად დაგვანახა კომპანიის დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო გეგმებთან შესაბამისობა. პირველ რიგში, ბუღალტრულ აღრიცხვას, როგორც კომპანიის საოპერაციო ნაწილს, მეტი ყურადღება დავუთმეთ. ამასთან ერთად, EBRD-ის პროგრამისთვის შევძელით შეგვედგინა კომპანიის ფინანსური დოკუმენტი. პროგრამაში მონაწილეობამ მოგვცა ახალი შესაძლებლობები, უკეთ დაგვენახა ჩვენი კომპანიის ხუთწლიანი ზრდის პერსპექტივა“, - განაცხადა კომპანია „ბაიას ღვინის“ დამფუძნებელმა, ბაია აბულაძემ.

აგრო ბუღალტერია „საქართველოს ბანკის“ პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ფერმერებს ფინანსური აღრიცხვის სწორად წარმოებასა და საქმიანობის განვითარებაში.

„აგრო ბუღალტერიის პროექტში 20 კომპანიაა ჩართული და მათ სამი თვის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ მაღალკვალიფიციური საბუღალტრო კომპანიის Nexia TA-ს მომსახურება სრულიად უფასოდ მიიღონ. პროექტი EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად ხორციელდება.

პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილისა და დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში, ეწვიეთ ვებგვერდს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/agro

კომპანია „ბაიას ღვინო“ 2015 წელს დაარსდა და დასავლეთ საქართველოში, სოფელ ობჩაში მდებარეობს. მარანი ორიენტირებულია, გააგრძელოს მეღვინეობისა და მევენახეობის მეოთხე თაობის საოჯახო ტრადიცია. კომპანია საკუთარ ვენახებს ფლობს, სადაც გაშენებულია ცოლიკოურის, ციცქის, კრახუნას, ოცხანური საფერისა და ალადასტურის ჯიშის ყურძნები. „ბაიას ღვინო“ ცქრიალა ღვინოებს პეტნატის მეთოდითა და ქვევრში ტრადიციული იმერული სტილის ღვინოებს აწარმოებს, რომლებიც სასიამოვნო მჟავიანობითა და არომატულობით ხასიათდება. კომპანიის ღვინო აქტიურად იყიდება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, - ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024