გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ბიუჯეტი იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2023 წლის ბიუჯეტი 1 790 000 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტზე 18,6%-ით მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას. ამისთვის ცენტრი ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობას.

„ცენტრის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება. მომავალ წელს ცენტრი შეიმუშავებს პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოს, რომლის ფარგლებშიც 7-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ ისწავლონ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე, გაგრძელდება დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო