გლდანის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ქაშიაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

„მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 97 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 22 მისამართზე მოეწყო; რაიონს 10 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 55 მისამართზე ჩატარდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 4 მისამართზე განთავსდა; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 5 მისამართზე დასრულდა; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 3 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 15 მისამართზე კი - რეაბილიტირდა; ასევე, 2 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები განთავსდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს 178 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 74 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა; 25 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 28 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაატარა, ორი წინა საახალწლო ღონისძიება კი ამჟამად მიმდინარეობს.

პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, გლდანის რაიონის გამგეობის სამოქალაქო საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო