პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ თბილისში საჯარო სივრცეებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების განსაზღვრას ითხოვს, სადაც პიროტექნიკის გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში აიკრძალება

პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ საკრებულოს წევრმა ნინო წულაძემ, თბილისის საკრებულოში პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ინიციატივა დაარეგისტრირა.

როგორც წულაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, პიროტექნიკის არასწორი გამოყენება ხშირად დამწვრობითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით სრულდება, რისი მაგალითიც გასული წლების სტატისტიკამ არაერთხელ გვაჩვენა.

"მნიშვნელოვანია, თბილისის მუნიციპალიტეტში უზრუნველვყოთ საჯარო სივრცეებისა და კონკრეტული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების განსაზღვრა, სადაც აიკრძალება პიროტექნიკის გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27, თბილისში კი 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. საკითხის აქტუალობიდან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პარტია ,,ანა დოლიძე-ხალხისთვის" მიმართავს ქალაქ თბილისის საკრებულოს რათა გონივრულ ვადაში უზრუნველყონ მათი ინიციატივის განხორციელება ", - განაცხადა ნინო წულაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში