რატი იონათამიშვილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოწოდებაზე - ფაქტობრივად, ეს „ნაციონალური მოძრაობისა" და მათი სატელიტების განცხადებაა - უკეთესი იქნებოდა, სათაურად დაერქმიათ, „მიშას ფანკლუბის განცხადება“

უკეთესი იქნებოდა, განცხადებაზე სათაურად დაერქმიათ, რომ ეს მიშას ფანკლუბის განცხადებაა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირის განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებენ.

იონათამიშვილის თქმით, "განცხადებას ძალიან უხერხული აფიშა ჰქონდა".

„არც თანამდებობაა პრივილეგია და არა ყოფილი თანამდებობის პირი. ხელმომწერთა სიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფაქტობრივად, ეს "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი სატელიტების განცხადებაა. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, მათ ამ განცხადებაზე სათაურად დაერქმიათ, რომ ეს არის მიშას ფანკლუბის განცხადება. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო გასაგები იქნებოდა. მსგავს განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება", - განუცხადა ჟურნალისტებს რატი იონათამიშვილმა.

ამასთან, რატი იონათამიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საუბარი სამართლიანობის პრინციპებისა და კანონის შეურაცხყოფას ნიშნავს.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" რაც მეტს ილაპარაკებს საპროტესტო აქციებზე, საერთო ფონისთვის მით უკეთესი იქნება, "რადგან მათ მიერ აქციებზე საუბარი, "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ უფრო მზარდი დეგრადირებით მთავრდება".

"ამ პარტიის დეგრადაციის პროცესს მხოლოდ მივესალმებით, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ბოლო პერიოდში პოლარიზაცია შემცირებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბევრად დასუსტებულია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები. მათივე შეფასებით, ფატალური შედეგი, არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი. მიმართვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაავრცელა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა