მიხეილ დაუშვილი - 130 ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირის წერილს წერტილ-მძიმის დონემდე რომ ვიზიარებდე, ხელს მეც მოვაწერდი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, 130 ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირის წერილს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, წერტილ-მძიმის დონემდე რომ იზიარებდეს, ხელს თავადაც მოაწერდა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი ინტერესი არის ის, რომ სააკაშვილი 2024-ის არჩევნებამდე მთავარი განხილვის თემა იყოს.

„ადამიანურად, ყოფილი პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ნახვა ძალიან მძიმეა. უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლების ნომერ პირველი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, საზოგადოებას ის მაინც გააგებინოს ამ ადამიანს რეალურად რა სჭირს. რეალური პრობლემა ის არის, რომ სპეკულაციების სივრცე დიდია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სჭირს ადამიანს რეალურად. მისი დიაგნოზი ჩვენ ხელისუფლებისგან ვერასოდეს გავიგეთ. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა მათ კისერზეა. ამ პოზიციას სრულად იზიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეგობრები და მოკავშირეები.

ამის იქით, ვინ დაწერს წერილებს და გაავრცელებს განცხადებებს, ცალკე საკითხია. 130 ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირის წერილს წერტილ-მძიმის დონემდე რომ ვიზიარებდე, ხელს მეც მოვაწერდი.

რთული სათქმელია, რას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ რამდენადაც „ქართული ოცნების“ მთავარი ინტერესი არის ის, რომ სააკაშვილი 2024-ის არჩევნებამდე მთავარი განხილვის თემა იყოს, მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ვინმეს ამ საკითხის გადაწყვეტა აწყობდეს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები.

მათივე შეფასებით, ფატალური შედეგი, არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი.

მიმართვას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება