პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შერჩევის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი და საკონკურსო კომისია შეიქმნა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურატურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

„ბრძანების მიხედვით, კანდიდატების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებიდან, ერთი კვირის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატები უნდა წარედგინოს.

კონკურსში მონაწილეობის პირობების, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განცხადების წარდგენის ვადისა და წესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე საკონკურსო კომისიის პირველი სხდომის გამართვიდან ერთი კვირის ვადაში გამოქვეყნდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო