პაატა მანჯგალაძე - გამართლდა ის, რაზეც 3 თვის მანძილზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ საუბრობდა, რომ „ქართული ოცნება“ არ იყო დაინტერესებული სახალხო დამცველის შერჩევის პროცესით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ იყო დაინტერესებული სახალხო დამცველის შერჩევის პროცესით.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ მიზანმიმართულად ჩააგდო ევროპული რეკომენდაცია, რადგან მათ არ უნდათ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„რაც შეეხება სახალხო დამცველთან დაკავშირებულ საკითხს, სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც 3 თვის მანძილზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ საუბრობდა, რომ „ქართული ოცნება“ არ იყო დაინტერესებული სახალხო დამცველის შერჩევის პროცესით, კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი სახალხო დამცველის შერჩევით, მიზანმიმართულად ჩააგდეს ევროპული რეკომენდაცია, რადგან მათ არ უნდათ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ყველანაირი პირობა არსებობდა იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო. იცით, რომ არსებობდა კარგი პრაქტიკა, როცა არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არ ცდილობდა თავისი კანდიდატის გაყვანას, ასე აირჩა ნინო ლომჯარია, უჩა ნანუაშვილი თავის დროზე. იგივე წესით იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კანდიდატები წარმოდგენილი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟი გამოუცხადა ამ პროცესს. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვართ“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო