„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ოპოზიციის როლის გაძლიერების შესახებ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ოპოზიციის როლის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში წარადგინა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, რომელიც მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოში ძალაუფლების გადანაწილებას და ოპოზიციის როლის გაძლიერებას.

„საკანონმდებლო წინადადებით, პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს ოპოზიციის წარმომადგენელი. სავალდებულო ორი კომიტეტია: საფინანსო- საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის. დანარჩენი სამი კომიტეტი კი, რომელთაც ასევე ოპოზიციის წარმომადგენელმა უნდა უხელმძღვანელოს, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით განისაზღვრება.

საკანონმდებლო წინადადება სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციასთან, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით უნდა გადაიჭრას. 19 აპრილის ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმება“ ცალკეული კომიტეტების თავმჯდომარეთა თანამდებობების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავებას ითვალისწინებდა.

ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო კონტროლის სრულფასოვნად განხორციელებისათვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო