სომელიეთა ასოციაციამ წლის საუკეთესო სომელიე გამოავლინა

სომელიეთა ასოციაციამ წლის საუკეთესო სომელიე გამოავლინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სამი ფინალისტიდან გამარჯვებული ჟიურიმ შეარჩია.

მათი ინფორმაციით, ჟიურის წევრებს შორის იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

„ღვინო ჩვენი კულტურისა და ტრადიციის განუყოფელი ნაწილია, ამავდროულად ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი პროდუქტია, რითაც ვამაყობთ და პოპულარიზაციას ვუწევთ როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია სომელიეს არსებობა, რომლის ფუნქციაც არის ჩვენი წამყვანი პროდუქტის გაცნობა საერთაშორისო მასშტაბით. შესაბამისად, ღონისძიებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

კონკურსი სომელიეთა ასოციაციამ უკვე მესამედ გამართა. წლის საუკეთესო სომელიეს გამოვლენის პარალელურად, ღონისძიებაზე ახალბედა სომელიეები წარადგინეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა