„საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, სოფელ ერისიმედში ახალი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - „იდეათეკა“ გაიხსნა

„საქართველოს ბანკის“ პროექტ „იდეათეკის“ ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, რიგით მეთოთხმეტე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე სოფელ ერისიმედში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს“ ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად განაგრძობს განათლების მხარდაჭერას და მიზნად ისახავს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

„პროექტი „იდეათეკა“, ერთი მხრივ, ქმნის მულტიფუნქციურ სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს აქვთ წვდომა მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, სხვადასხვა შემეცნებით რესურსებზე, ინტერნეტზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე, მეორე მხრივ კი, აყალიბებს სივრცეს დისკუსიებისთვის, შეხვედრებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში განათლების დონის ამაღლებას და ეხმარება მათ ინტერესების გაღვივებასა და მომავალი პროფესიების შერჩევაში.

აღნიშნული ინიციატივის შედეგად, საქართველოს 6 რეგიონში 7 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე. „საქართველოს ბანკმა“ უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ მთავარი ღირებულება ადამიანებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიღების თანასწორი შესაძლებლობების შექმნაა. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, გავზარდოთ ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, თანამედროვე რესურსებსა და ინსტრუმენტებზე წვდომა, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ახალგაზრდების ინდივიდუალურ განვითარებასა და პროფესიულ ზრდას, არამედ გრძელვადიან პერიოდში საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნის წინაპირობა გახდება“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

„საქართველოს ბანკის“ განცხადებით, პროექტ „იდეათეკის“ განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 6 რეგიონის 13 სკოლაში უკვე გაიხსნა იდეათეკის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს 7 000-ზე მეტ მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. „იდეათეკები“ გაიხსნა შემდეგ ლოკაციებზე: გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში (დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი); თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1 და უდაბნოს საჯარო სკოლებში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო