„თიბისი“ და Mastecard ბიზნესს გადახდების ახალ, მარტივ გადაწყვეტას T-POS-ს სთავაზობს

T-POS-ი ბიზნესებს საშუალებას მისცემს უნაღდო გადახდები მობილური ტელეფონით მიიღონ, - აღნიშნულ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ბანკის ცნობით, პროდუქტი შექმნილია მცირე მეწარმეებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ სივრცეში ვაჭრობენ ან სთავაზობენ მომსახურებას მომხმარებლებს და ტერმინალის ფლობა მათთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ აღნიშნულმა მეწარმეებმა ბარათით გადახდების მიღება და შემოსავლის გაზრდა შეძლონ, „თიბისიმ“ მათ ტერმინალის ალტერნატივა შესთავაზა. აპლიკაციის გამოყენება ასევე შეუძლიათ მსხვილ და საკურიერო კომპანიებს.

„თიბისის“ აპლიკაცია T-POS-ი ბიზნესების ცხოვრების გამარტივებისთვის შეიქმნა. პროდუქტი Mastercard-ის მხარდაჭერით განვავითარეთ და მას აქვს სტანდარტული პოს ტერმინალის ფუნქციონალი. ვთვლით, რომ ასეთი გადაწყვეტა ბიზნესებს მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაშიც დაეხმარება, რადგან დღეს მათი უდიდესი ნაწილი, უნაღდო ანგარიშსწორებას ანიჭებს უპირატესობას“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, თორნიკე გოგიჩაიშვილმა.

„თიბისი“ ბანკში დარეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს, შეუძლია განაცხადი ონლაინ შეავსოს, Google Play Store-იდან უფასოდ გადმოწეროს აპლიკაცია T-POS და მარტივად მიიღოს გადახდები. აპლიკაციაში გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის VISA და Mastercard ბარათით ან ელექტრონული საფულის საშუალებით.

„თიბისი“ და Mastercard-ი ბიზნესებს T-POS-ით საბარათე გადახდების მიღებაზე, სპეციალურ საშეღავათო პირობას სთავაზობენ, რაც აპლიკაციაში Mastercard-ის ბარათებით გადახდის მიღებისას ნულოვან საკომისიოს გულისხმობს. აღნიშნული შეღავათი ძალაშია 2023 წლის 31 მაისამდე. უფრო მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ვებგვერდს https://tbcpayments.ge/details/pos/tpos “, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო