მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელი ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, მარნეულის რაიონული პროკურატურის სპეციალიზებულმა პროკურორმა, თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურის წარმომადგენელმა, შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებები, არსებული მიღწევები და გამოწვევები გააცნო.

„შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის, ასევე ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზები, გენდერული სტერეოტიპები და ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები მიმოიხილეს.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა - პროკურორმა და შეხვედრის მონაწილეებმა საქმეების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში განხილვის ეტაპებთან დაკავშირებით, გამოთქვეს მოსაზრებები გენდერულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.

#არაფემიციდს

#მკვლელობაისჯებამკაცრად

#შეაჩერეფემიციდი

#სიყვარულიარკლავს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო