მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის სასამართლო პროცესზე - „ნაციონალური მოძრაობა“ დარაზმული იყო, რაღაც სპექტაკლი დაედგათ, რაც ვერ შედგა, რადგან სინამდვილეში ამ ამბავმა დატოვა სიმულაციის შთაბეჭდილება

მიუხედავად დიდი სურვილისა, ეჭვქვეშ დაეყენებინათ სააკაშვილისადმი რომელიმე ბრალდების სისწორე, მიხვდნენ, რომ ამას აზრი არ აქვს - ვერავის დააჯერებდნენ, რომ ვალერი გელაშვილის სიკვდილის პირას მიყვანის საქმეში სააკაშვილი ბრალის არმქონეა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, როდესაც „ასე კონკრეტულად არის ნათქვამი მოთხოვნა“ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, ეს „საკითხის არასწორად დაყენებაა“.

„ვისაც რეალურად აწუხებს საკითხის არა პოლიტიკური ამოცანების გადაჭრა, არამედ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველას მოვუწოდებ დაინტერესდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობით და აქედან გამომდინარე მოითხოვონ, თუკი ეს მოსათხოვია, მკურნალობის მიწოდება და არა უცხოეთში გადაყვანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას კარგად გვესმოდეს. ბუნებრივია, როდესაც ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანი ითხოვს მკურნალობას და არა უცხოეთში წაყვანას და სასჯელის არიდებას.

მიუხედავად დიდი სურვილისა, ეჭვქვეშ დაეყენებინათ რომელიმე ბრალდების სისწორე, ამ 1 წლის განმავლობაში სადისკუსიოდ არავის გაუხდია ეს საკითხი. უბრალოდ აზრი არ აქვს და მიხვდნენ ამას. ჰქონდათ მცდელობა, რომ „პიჯაკების საქმის“ შერქმევით დაეკნინებინათ რამდენიმე მილიონის გაფლანგვის საქმე. ვერავის დააჯერებდნენ, რომ ვალერი გელაშვილის სიკვდილის პირას მიყვანის საქმეში სააკაშვილი ბრალის არმქონეა, ამიტომ ამ თემაზე კამათის და დისკუსიისგან თავს იკავებენ. მათ იციან, რომ არავითარი წარმატების რესურსი არ გააჩნიათ, ამიტომაც ცდილობენ, რომ რაღაც სიმულაციური ვერსიები შესთავაზონ საზოგადოებას.

გუშინდელ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით ნახეთ, რომ მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ დარაზმული, მობილიზებული და კონცენტრირებული იყო იმისთვის, რომ რაღაც სპექტაკლი დაედგათ, რაც ვერ შედგა, რადგან სინამდვილეში ამ ამბავმა დატოვა შთაბეჭდილება სიმულაციისა, რათა პოლიტიკური ამოცანები გადაიჭრას. მგონია, რომ ამას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, მან შეაფასა საქართველოს ხელისუფლებისადმი 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით წერილობითი მოთხოვნა.

სარჯველაძემ აღნიშნა, რომ როდესაც აღნიშნულ განცხადებაში „ვხედავთ კეზერაშვილის ხელმოწერას, ადამიანების ერთმა კატეგორიამ უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, თუ ვის გვერდში დგანან“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო