მიხეილ სარჯველაძე დავით კირკიტაძის მიერ შიმშილობის შეწყვეტაზე - გამიხარდა ამ გადაწყვეტილების მიღება, არა იმიტომ, რომ მე ასე მაწყობს, არამედ ადამიანური თვალსაზრისით - წითლიძესა და ჯანაშიასაც იმავეს მოვუწოდებ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის დავით კირკიტაძის მიერ შიმშილობის შეწყვეტას მიესალმება, ანა წითლიძესა და თემურ ჯანაშიას კი მის შეწყვეტას სთხოვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„გამიხარდა ამ გადაწყვეტილების მიღება. არა იმიტომ, რომ მე ასე მაწყობს, არამედ ადამიანური თვალსაზრისით მხოლოდ. იმიტომ გამიხარდა, რომ უბრალოდ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა გასაფრთხილებელია. ბუნებრივია, ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და მოვლენების ასე განვითარებისთვის არავინ მემეტება. შესაბამისად, კარგი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება დარჩენილ ორ დეპუტატს, ანა წითლიძესა და თემურ ჯანაშიას, მათაც მოვუწოდებ... რამდენად იქნება ეს გადამწყვეტი, ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად მოვუწოდებ მხოლოდ ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე. საკუთრივ პროტესტი, ნამდვილად არაა ისეთი რამ, რომელიც შეიძლება ხელისუფლებას რაღაც თვალსაზრისით სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდეს, იმიტომ, რომ მოთხოვნა რომლის ირგვლივაცაა ეს პროტესტის ფორმა გამოყენებული, არ მგონია, რომ ასე შეიძლება ამ საკითხების დაყენება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა. დავით კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სტაბილურია. ამ დროისთვის, პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე