პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით, საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით, საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ჩემპიონატის საორგანიზაციო და მოსამზადებელი საკითხები. აღინიშნა, რომ ბაკურიანში მოეწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში იყოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის.

„ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 2000-მდე საერთაშორისო სტუმარი, რომელიც ბაკურიანში 42 ქვეყნიდან ჩამოვა. ჩემპიონატის მსვლელობის პარალელურად, მთავრობის ორგანიზებით, მუდმივ რეჟიმში გაიმართება გასართობი ღონისძიებები

მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ჩემპიონატი 2023 წლის 16 თებერვლიდან-5 მარტის ჩათვლით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში.

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა სამი ახალი საბაგირო, 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, ორი წყლის ხელოვნური რეზერვუარები, ჯამში 307 000 კუბური მეტრი, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ იქნა სპეციალური ტექნიკა, უსაფრთხოების ინვენტარი. განხორციელდა დაახლოებით 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი