პროკურორი - მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს ფანტაზიის კარგი უნარი აქვს, მისი ჩვენების აბსურდულობაზე დასკვნით სიტყვაში ვისაუბრებთ

პროკურორი თამარ იაკობიძე ფანტაზიას უწოდებს მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის მიერ დღეს სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, სადაც მან თქვა, რომ მშობლები არ მოუკლავს და მკვლელობის აღიარებითი ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საქმეში არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მტკიცებულებათა ერთობა კი, დასაბუთებულ ვარაუდს იძლევა იმის შესახებ, რომ დანაშაული გიორგი ბეროზაშვილმა ჩაიდინა.

„ბრალდებულის ოჯახის წევრებმა სასამართლოს წინა პროცესზე განაცხადეს, რომ ბრალდებულს აქვს კარგი ფანტაზიის უნარი. დღევანდელ პროცესზე დავრწმუნდით, რომ ფანტაზიის უნარი ნამდვილად აქვს. ბრალდებულმა დღეს სასამართლოს უთხრა, რომ გარკვეული ფულადი თანხა რაც მის სახლში იყო, თუ ეს თანხა დაბრუნდებოდა მათთან ის მშობლების მკვლელობას აღიარებდა. ამის აბსურდულობაზე, რა თქმა უნდა, დასკვნით სიტყვაში ვისაუბრებთ”, - განაცხადა თამარ იაკობიძე.

მისივე თქმით, თუ რაიმე უკანონო ქმედება განხორციელდა ბეროზაშვილის მიმართ, ამის თაობაზე შესაძლებლობა ჰქონდა ესაუბრა ყველა სასამართლო სხდომაზე, თუმცა ბრალდებულს ამის შესახებ არასდროს არაფერი განუცხადებია.

„ამ ყველაფერს ხსნის იმით, რომ ელოდებოდა სასამართლოს განაჩენს და ამის შემდეგ დაიწყებდა საუბარს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ის, რომ დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრალდებულის დაკითხვა და საუბარი იყო ფულსა და ოქროებზე. ამ დროს, ეს არის ორი ადამიანის მკვლელობის საქმე და მას არცერთი წამით არ ჰქონია სინანულის შეგრძნება”, - აცხადებს თამარ იაკობიძე.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა