თბილისის საკრებულოს სხდომაზე კვლავ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა ოპოზიციასა და „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის. საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა „ქართული ოცნების" წევრებს მიმართა, თუ რატომ მოიხსენიეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცუდ კონტექსტში.
„დაუბანელი პრეზიდენტიო ახსენეთ, დაუბანელი სახლში მოიკითხეთ", - მიმართა მან „ქართული ოცნების" წევრებს, რასაც სხდომაზე დაპირისპირება მოყვა. მათ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს და კანონის წინაზე პასუხი აგოს.
ხმაურისა და დაპირისპირების გამო, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ლილე ლიპარტელიანს მიმართა: „გინდა, ძალადობა იყოს, გულისამრევია".