ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატების - მიხეილ რამიშვილის, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძის სავარაუდო ფარული მოსმენის ფაქტზე პროკურატურას მიმართავს და საქმის განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანას მოითხოვს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატების - მიხეილ რამიშვილის, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძის სავარაუდო ფარული მოსმენის ფაქტზე პროკურატურას მიმართავს და საქმის განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანას მოითხოვს.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადვოკატების პროფესიული საიდუმლოების ფუნდამენტური პრინციპისა და დაზარალებულის უფლებების ეფექტიანი დაცვა.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ რამიშვილის, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს კერძო საუბრების უნებართვო მიყურადების, ჩანაწერის გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე. (სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი, მე-2 და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.)

2022 წლის ოქტომბერში, თბილისის პროკურატურის მიერ მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს, ასევე, მათი ინტერესების დამცველებს უარი ეთქვათ აღნიშნული საქმის მასალების ასლების გადაცემაზე. ადვოკატის პროფესიული უფლებების კომიტეტმა აღნიშნული საკითხი შეისწავლა, მათ შორის, პროკურორის დადგენილება და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ადვოკატების პროფესიული და კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შელახვის ფაქტს.

ადვოკატთა ასოციაცია მიმართავს საქართველოს პროკურატურას განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე, რათა უზრუნველყოფილი იქნას ადვოკატებსა პროფესიული საიდუმლოების ფუნდამენტური პრინციპისა და დაზარალებულის უფლებების ეფექტიანი დაცვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს