საქსტატი მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდებს ნერგავს

2023 წლის იანვრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევას თანამედროვე მონაცემთა შეგროვების ელექტრონული მეთოდით (CAPI) განახორციელებს და ქაღალდის კითხვარებს ჩაანაცვლებს.

საქსტატის ცნობით, ამ მიზნით, შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის საველე პერსონალს მიმდინარე კვირაში ფართომასშტაბიანი ტრეინინგი უტარდება.

უწყების განმარტებით, შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში მონაცემთა შეგროვების ახალ მეთოდის დანერგვა შეამცირებს მონაცემთა დამუშავებისთვის საჭირო დროს, გააუმჯობესებს სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხს და შეამსუბუქებს რესპონდენტის ტვირთს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქსტატის 150-მდე საველე პერსონალს გამოკვლევის მეთოდოლოგიასა და პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით მონაცემთა შეგროვების საკითხებზე მიმდინარე კვირაში ტრენინგები უტარდებათ.

საქსტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პლანშეტური კომპიუტერებისათვის პროგრამული უზრუნველყოფა მსოფლიო ბანკის პროგრამული პროდუქტის „Survey Solution“-ის გამოყენებით შეიქმნა.

2023 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა სტატისტიკურ გამოკვლევას მონაცემთა შეგროვების თანამედროვე ელექტრონული მეთოდით (CAPI) განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ CAPI მეთოდით მონაცემთა შეგროვება საქსტატმა სხვადასხვა სტატისტიკურ გამოკვლევებში 2018 წლიდან ეტაპობრივად მოახდინა და მისი გამოყენება დღემდე წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა გამოკვლევის ფარგლებში. მომავალი წლის იანვრიდან კი ის სრულად ჩაანაცვლებს ქაღალდის კითხვარებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ