ვლადიმერ ბოჟაძე - ერთადერთი რამე სწყენს სააკაშვილს, ეს არის, ოთხი კედელი და საქართველოს ჰაერი

ძვირფასო კოლეგებო, მე თქვენს ნაცვლად სასაუბრო ლექსიკონიდან სიტყვებს - ციხე, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორი და ა.შ. საერთოდ ამოვიღებდი, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თბილისის საკრებულოს სხდომაზე.

„იმ კადრებიდან გამომდინარე რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, საქართველოს ხელისუფლებას რას ედავებით?! თმა რომ აქვს დასავარცხნი მიხეილ სააკაშვილს თუ წვერი რომ აქვს გასაპარსი?! კანონიდან გამომდინარე, დაასახელეთ, პატიმარს დიაგნოზში რა უწერია, რაც მის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ სხდომაზე.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს თხუთმეტთვიანი პატიმრობიდან ნახევარი მოხდილი აქვს ორ ოთახიან „ლუქსში“ და ის დღეს ყველაზე ძვირადღირებული პატიმარია.

„რას გვედავებით? 24 საათიან სამედიცინო მეთვალყურეობას? დემენციის მქონე ადამიანი უკრაინულად კარგად უნდა ლაპარაკობდეს და ქართულად არა? თქვენი ძვირფასი ექიმები დიაგნოზს მალავენ, თქვენი ადვოკატები მალავენ. ერთადერთი რამე სწყენს სააკაშვილს ეს არის ოთხი კედელი და საქართველოს ჰაერი“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ სხდომაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება