გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილი განვლილი ცხოვრებით გამორჩეულია და „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ აქტივობებში მისი ჩართვა, სწორი არ არის

გიორგი მარგველაშვილი განვლილი ცხოვრებით გამორჩეულია და „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ აქტივობებში მისი ჩართვა, სწორი არ არის, - ეს შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

აღნიშნული განცხადებით ვოლსკი ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.

ვოლსკიმ ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი დესტაბილიზაციის გამოწვევაა, თუმცა მათ ამის ძალა და რესურსი არ გააჩნიათ.

„დესტაბილიზაციის მიმართულებით რადიკალური ოპოზიციის ძალისხმევა გრძელდება. მათ შორისაა მარგველაშვილიც, თუმცა მას დიდი წონა და მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, გიორგი მარგველაშვილს საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს. ამავე სიაშია იგივე დავით კეზერაშვილი, რომელიც გაუგონარი სცენარით გამდიდრებული ადამიანია, ძირითადად ქართული ჯარის ხარჯზე. პრაგმატიზმის გარდა, ეს განცხადება მორალურ სტანდარტებს ეხება და აქაც მარგველაშვილს გამოცდა ჩაუბარებელია", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო