ოთარ გრიგოლია - მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს

მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. იგი მართლმსაჯულებას ვერ დაუსხლტება, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი კოლეგების ბრალდებებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.

მან აბსურდული და ალოგიკური უწოდა ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აწამებს.

„ვინ უნდა იყოს იმის მოსურნე, რომ ციხეში ვინმე აწამოს?! ამას გვეუბნება იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც ციხეებში პატიმრებს აწამებდა, ეს ხომ ალოგიკურია. მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, რომელმაც თავის დანაშაულებებზე კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს,“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო