არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც ჯავის ქუჩაზე ესროლეს, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი იყო - მრავალჯერ ნასამართლევია ის პირიც, რომელმაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

გავრცელებული ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჯავის ქუჩაზე ესროლეს, წარსულში, სხვადასხვა მძიმე დანაშაულზე მრავალჯერ იყო ნასამართლევი.

ასევე, არსებული ინფორმაციით, მრავალჯერაა ნასამართლევი ის პირიც, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის საკრებულოში, მამუკა გუგეშაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შესაბამისი განცხადება მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო