ვასილ კაკაშვილი სააკაშვილის საქმეზე - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოცემულ საქმეზე აქვს გამოძიების კონკრეტული გეგმა და ყველაფერს ვაკეთებთ აღნიშნული გეგმის შესაბამისად

ჩვენ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღება და თანხმობის შემთხვევაში შესაბამისი კვლევის ჩატარება, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზანია საქმეზე ობიექტური გამოძიების წარმოება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება თმისა და ფრჩხილის საფუძველზე, ჩვენ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღება და თანხმობის შემთხვევაში შესაბამისი კვლევის ჩატარება. ხაზი მინდა გავუსვა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზანია საქმეზე ობიექტური, ღია და გამჭვირვალე გამოძიების წარმოება და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხების გაცემა“, - განაცხადა კაკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო