ვახტანგ კალოიანი - ამ ეტაპზე, დავით კირკიტაძის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჰოსპიტალში დაკვირვებას, მინიმუმ, რამდენიმე დღით საჭიროებს

„ნიუ ჰოსპიტალის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, დავით კირკიტაძის მდგომარეობა სტაბილურია და მას კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება.

როგორც კალოიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დავით კირკიტაძე კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება.

„კარდიოლოგიური ჩივილებით გუშინ შემოვიდა. ელექტროკარდიოგრამაზე და სხვა გამოკვლევებით ჰქონდა შესაბამისი ცვლილებები. დღეს ჩაუტარდა კორონაროგრაფია, იმყოფება ინტენსიურ თერაპიაში დაკვირვების ქვეშ. მიმდინარეობს ლაბორატორიული და სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგი. კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება, აღადგენს კვებას და შემდეგ უკვე კლინიკური სურათის მიხედვით გადაწყდება მისი გაწერა სახლში. შესაძლებელია შიმშილობა ამ ყველაფრის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი ყოფილიყო. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჰოსპიტალში დაკვირვებას, მინიმუმ, რამდენიმე დღით საჭიროებს. ეს ყველაფერი გამოჩნდება ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით. ახლა დაიწყებს კვების აღდგენას და კლინიკური სურათი რასაც გამოაჩენს, გაწერა იმის მიხედვით მოხდება. ჩვენ, ექიმები, შიმშილობის დაწყებამდეც და მის შემდეგაც კატეგორიულად ვურჩევთ შიმშილობისგან თავის შეკავებას. ეს არის სასიცოცხლო საფრთხე. რაც ანამნეზიდან ვიცით, მას აქამდე კარდიოლოგიური ჩივილები არ ჰქონია“, - განაცხადა კალოიანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, დავით კირკიტაძე კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გუშინ გადაიყვანეს. მან მედიკოსების რჩევით შიმშილობა შეწყვიტა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო