შალვა ხაჭაპურიძე სასამართლოს განცხადებით მიმართავს, რომ სააკაშვილის საქმეზე პროცესი დაჩქარდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ის საქალაქო სასამართლოს ჩააბარებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სასამართლო პროცესი უნდა დაჩქარდეს.

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ცუდადაა და სასამართლო პროცესზე ჩართვა ვეღარ გააგრძელა.

მიხეილ სააკაშვილი გუშინდელი პროცესით კმაყოფილია. ჩართვა ვეღარ გავაგრძელე, რადგან ძალიან ცუდად შევიქენიო. უკმაყოფილოა იმით, რომ პროცესი 29-ში გადაიდო. თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდენს ვეღარ გაუძლებს და იქნებ რაიმე ზომები მიიღონ. ახლა მივდივარ საქალაქო სასამართლოში და ჩავაბარებ განცხადებას, სადაც აღვნიშნავ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სასამართლო პროცესი უნდა დაჩქარდეს“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს