გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და არაფერი საგანგაშო არ ხდება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და არაფერი საგანგაშო არ ხდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს უწევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება, ექსპერტები და პენიტენციური სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობაზე.

„მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა, თუმცა, ვფიქრობ და დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ყველა ეს პროცესი არის კანონის ფარგლებში. შესაბამისად, არაფერ კანონდარღვევასთან საქმე არ გვაქვს“, - განაცხადა ტყემალაძემ.

კითხვაზე, მისი აზრით, სიმულირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ტყემალაძემ უპასუხა: „თუ ვნახავთ, რა არის დასკვნა და რა მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, ყველამ ვიცით, რაც არის დადასტურებული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“. „შესაბამისად, რაიმე საგანგაშო აქ ნამდვილად არ ხდება“, - განაცხადა ტყემალაძემ.

კითხვაზე, რამდენად სწორი მიმართვა გაჟღერდა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მას წვერი არ ჰქონდა გაპარსული, ტყემალაძემ უპასუხა: „თმა რომ არ ჰქონდა დავარცხნილი და წვერი გაუპარსავი, ყველამ ვნახეთ, რაზე ვდავობთ?!“

„მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მე არ ვაფასებ, აფასებს ის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც 24 სთ-ის განმავლობაში მონიტორინგის ქვეშ ჰყავს პატიმარი და მათი დასკვნების საფუძველზე ვიღებთ ინფორმაციას“, - განაცხადა ტყემალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო