ალექსეი არესტოვიჩი - საქართველო ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნელ-ნელა კვდება“.

„ციხეში რომ მოკვდეს, მაშინ ყველა იტყვის, რომ მათ (საქართველოს ხელისუფლებამ) მოკლეს. ეს გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, პროვოკაციებამდე, მასობრივ არეულობამდე, რევოლუციებამდე და ა.შ.“, - აცხადებს არესტოვიჩი.

უკრაინელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ უშვებს, მოსკოვის ეშინია.

„ჩნდება კითხვა: ვისი ეშინიათ ასე? პასუხი ძალიან მარტივია: ის, ვის მიმართ შიშსაც სომხეთი მალე შეწყვეტს (ან უკვე აღარ ეშინია)“, - აცხადებს არესტოვიჩი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთმა ქვეყანას უზარმაზარი უბედურება მოუტანა, საქართველო ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის