ლევან ჟორჟოლიანი მამუკა გუგეშაშვილს - როგორ დაამთავრეთ ხუთ წუთში გამოძიება, როგორ იპოვეთ დამნაშავე, როგორ გაასამართლეთ და მოტივიც გაიგეთ

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი საკრებულოს სხდომაზე პარტიის „ნაციონალური მოძრაობა“ წევრის, მამუკა გუგეშაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა.

მამუკა გუგეშაშვილის თქმით, თბილისში, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

უმრავლესობის წევრმა აღნიშნულ ბრალდებას უპასუხა.

„როგორ დაამთავრეთ 5 წუთში გამოძიება, როგორ იპოვეთ დამნაშავე, როგორ გაასამართლეთ და მოტივიც გაიგეთ. თითქოს არც ფაქტებს, არც ობიექტურ გარემოებას მნიშვნელობა აღარ აქვს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად