პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 65-ე სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიში და ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამეს.

ამასთან, განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. გარდა ამისა, მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

„კომისიაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს როგორც სექტორული, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით. კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და დადებითად შეაფასეს საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესაძლებლობების სრულფასოვანად გამოყენებისკენ მიმართული ძალისხმევა.

სხდომაზე წარმოადგინეს ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ, როგორც რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობის, ასევე საკანონმდებლო დონეზე უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე უწყებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი