ხვალიდან „თიბისი“ ახალი თაობისთვის და „სტარტაპერი“ „ფაბრიკაში“ საშობაო ბაზრობას ატარებს

24-25 დეკემბერს „თიბისი“ ახალი თაობისთვის და „თიბისი სტარტაპერი“ „ფაბრიკაში“, ტრადიციულ საშობაო ბაზრობას ატარებს.

„თიბისის“ ცნობით, შაბათ-კვირას 13:00-დან 21:00 საათამდე „ფაბრიკის“ ეზოს დაიკავებს 44 ბრენდი, მცირე ბიზნესი თუ სტარტაპი.

„საშობაო ბაზრობა მაქსიმალურად მრავალფეროვანი იქნება, მასში მონაწილეობისათვის ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანი ბრენდები შეირჩა სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან. ბაზრობაზე შეხვდებით როგორც საახალწლო ხელნაკეთ აქსესუარებს, სამკაულებს, ქართული წარმოების საპნებსა თუ ვინტაჟურ ტანისამოსს, ასევე, საახალწლო ნუგბარს, საოკუპაციო ხაზთან მოყვანილ ჩირეულს, მანდარინის ელექსირს, ნული ნარჩენების პირველ სივრცეს საქართველოში, სოციალური პროექტის "სისხლის უანგარო დონორების" ბრენდირებულ აქსესუარებს და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო სტარტაპსა თუ სოციალურ პროექტს. აქ დაგხვდებათ „თიბისის“ დახლი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ უფასოდ შეფუთონ საახალწლოდ შეძენილი საჩუქრები.

„ფაბრიკის“ საშობაო ბაზრობის მხარდაჭერით, „თიბისი სტარტაპერი“ მხარს უჭერს მნიშვნელოვან წამოწყებებს და დამწყებ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას ფაბრიკაში მოსულ ფართო აუდიტორიას გაუზიაროს თავისი პროდუქტი.

საშობაო ბაზრობის პარალელურად 24 და 25 დეკემბერს, 14:00, 16:00 და 18:00 საათებში, კომპანია „მოდი ვითამაშოთ“, ფაბრიკის საგამოფენო სივრცეს ბავშვებისთვის გასართობ და საახალწლო სივრცედ გადააქცევს, პროგრამაში მოსახვედრად საჭიროა წინასწარი რეგისტაცია შემდეგ ბმულზე, რათა მოხვდეთ თქვენთვის სასურველ აქტივობაზე:

  • საახალწლო ვორქშოპები
  • Dress Up Party
  • მხიარული, გუნდური აქტივობები
  • ფოტოსესია

24 და 25 დეკემბერს, 15:00 და 18:00 საათზე „ფაბრიკას“ ეზოში მოსიარულე მუსიკალური მარში გაიმართება საახალწლო რეპერტუარით. ასევე, 24 დეკემბერს, Camora ვალდორფის სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების კონცერტს უმასპინძლებს“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ