გიორგი ჩაკვეტაძე სააკაშვილზე - თავისი ჩამოსვლით ვერ შეძლო და ის დღეს თვითდაზიანებით ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ოპოზიციას მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამამართლებელი განაჩენების პროცენტულობა შეახსენა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის ადამიანების ფასეულობები ძალიან განსხვავდება.

„ეს ადამიანები, როდესაც საუბრობენ ვინმეს უფლებების დაცვაზე, რა პოლიტიკური რანგისაც არ უნდა იყოს, თუნდაც პრეზიდენტი, ცოტა უხერხულია. თავად არიან იმ ძალადობრივი სისტემის შემქმნელები, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წარსულს ჩაბარდა. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლის უფლებას, სწორედ 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში ის რეფორმები გატარდა, რომელიც არაერთი საერთაშორისო პლატფორმის მიერ შეფასდა, როგორც დემოკრატიული ნაბიჯები’’ - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საკრებულოს დეპუტატის თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ სახელმწიფო ომში ჩაერთოს და დესტაბილიზაცია მოხდეს.

„ზვიად კუპრავა ვინმეზე ცუდს, რომ იტყვის ეს პირიქით შექებად უნდა გავიგოთ - ამ ადამიანის და ზოგადად ამ პოლიტიკური ჯგუფის ფასეულობებიდან გამომდინარე. გირჩის წარმომადგენლებს კი მინდა შევახსენო, რომ ყველამ კარგად ვნახეთ საოკუპაციო ხაზთან მტერს როგორც ხვდებოდნენ. ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმას, რომ რომელიმე ჯგუფის მიერ ამ ქვეყნის ომში ჩართვა და დესტაბილიზაცია მოხდეს. ეს საქართველოს ჩიხში შეიყვანს. ჩემთვის როგორც რიგითი ახალგაზრდისთვის ეს დაუშვებელია. ჩვენი ქალაქი და ქვეყანა მშვიდობის მნიშვნელობას აღნიშნავს. ასევე, იმ წინსვლასა და ეკონომიკურ ზრდას, რომელიც რეალურად გვაქვს. თავისი ჩამოსვლით ვერ შეძლო და ის დღეს თვითდაზიანებითა და სიმულაციით ცდილობს დესტაბილიზაცია მოახდინოს ამ ქვეყანაში. ამის უფლებას მედპერსონალი, რომელიც დღეს მასთან ძალიან რთულ პირობებში მუშაობს, ნამდვილად არ მისცემს. ეს არის სამართლებრივი პროცესი. ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში არის დაცული ისე როგორც არასდროს. სწორედ ესაა ქართული ოცნებისა და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი,’’ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი