საგამოძიებო სამსახურში სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა - ვაჟა ფანოზიშვილმა და ვახტანგ ფარესიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო დეპარტამენტის უფროსს - ვაჰან ჩარხიფალაკიანსა და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს - არტურ უზუნიანს, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის არსებული გამოწვევები საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი