საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტორებისათვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ. რექტორმა მადლობა გადაუხადა არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებისთვის და კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

„მადლიერება მინდა გამოვხატო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიმართ, რომელთაც არ დაივიწყეს ცოტა ხნის წინ გარდაიცვლილი გამორჩეული არქიტექტორი, ღვაწლმოსილი პედაგოგი ოთარ ნახუცრიშვილი და მისი სახელის უკვდავსაყოფად კონფერენცია დაგეგმეს. ბატონი ოთარი იმ თაობის არქიტექტორია, ვინც ქართული არქიტექტურა ჩამოაყალიბა. ის ღირსეული პედაგოგი იყო და რაც მთავარია, ფაკულტეტის ფორმირებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამდენად, სიმბოლურია, რომ სწორედ მისი სახელისადმი მიძღვნილ კონფერენციაში ახალგაზრდა დოქტორანტები მონაწილეობენ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებით. წარმატებები მინდა ვუსურვო მათ“, - განაცხადა პროფესორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე 15 თემა იყო წარმოდგენილი. მათ შორის: ბიოფილია არქიტექტურაში; მდინარის მნიშვნელობა მცირე და საშუალო საპორტო ქალაქების განვითარებაში; ხელოვნული ინტელექტი, ინტუიციური დიზაინი; ვერის უბანში არსებული მიკროუბნის არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი; სვატიცხოვლის პირვანდელი სახის საკითხისთვის და სხვა.

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის განცხადებით, კონფერენციაზე წარმოდგენილი თხუთმეტივე თემა ცხადჰყოფს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი აგრძელებს სახელოვანი სკოლის ტრადიციებს.

„კონფერენციის ძირითადი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა მეცნიერებს. ხვალ მათ თავისი სიტყვა უნდა თქვან არქიტექტურაში და სწორედ ჩვენ, მათი პედაგოგები ვართ ვალდებულნი გზა გავუკვალოთ. ძალიან საინტერესო თემები იქნა წარმოდგენილი კონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა დოქტორანტურის საფეხურის პირველკურსელების ნამუშევარია. დღეს ჩვენ, მათმა პედაგოგებმა, გარდა იმისა, რომ მოვისმინეთ სტუდენტების კვლევის შედეგები, ერთად გავაანალიზეთ სტუდენტების კვლევითი უნარები. სასიხარულოა, რომ არქიტექტორების ახალი, საიმედო და განათლებული თაობა მოდის“, - განაცხადა პროფესორმა ნინო იმნაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო