ნინო თანდილაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიში წარადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„საქართველოს მთავრობამ სულ ახლახან სამრეწველო ემისიების შესახებ პროექტი მოიწონა, რომელიც მიზნად სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების შემცირებას ისახავს. 2022 წელს, პარლამენტში წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომლის მიღება 2023 წლის გაზაფხულზე იგეგმება. აღნიშნული კანონპროექტი ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს სრულად პასუხობს და ხელს შეუწყობს ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რაც მთავარია, წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში.

პროგრესი გვაქვს დაცული ტერიტორიების გაფართოების და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. საქართველოს ტერიტორიების თითქმის 14% დაცულ ტერიტორიებს აერთიანებს. წელს, დამატებით 110 000 ჰა-ით გავაფართოეთ დაცული ტერიტორიები, რაც ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია და პასუხობს დღის წესრიგს, რომელც ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში გვაქვს. მოვამზადეთ ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონი, რომელიც მომდევნო წელს საქართველოს პარლამენტს წარედგინება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმა დაიწყო, რომელიც მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას და ნარჩენების დახარისხებას ითვალისწინებს.

ნინო თანდილაშვილმა ყურადღება ქვეყანაში არსებული ჰაერდაცვითი კანონმდებლობის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაც სამრეწველო ემისიების შემცირებას და მსხვილ ქალაქებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას მოიცავს.

„საწარმოებისთვისახალი სტანდარტები დავაწესეთ. საწარმოებმა ონლაინ მონიტორინგის სისტემების განთავსება დაიწყეს, რაც ატმოსფერულ ჰაერში სამრეწველო ემისიების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ახალი კანონმდებლობა გვაქვს სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვლმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა და შემუშავებული კანონპროექტები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან სრულ თანხვედრაშია.

გაერთიანებულ სხდომას კომიტეტების წევრები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა