ნიკოლოზ სამხარაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული განცხადება არ წამიკითხავს - როცა მარგველაშვილი და კეზერაშვილი რაიმე განცხადებას აწერენ ხელს, მის შინაარსში ჩაღრმავებას აზრი არა აქვს!

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება არ წამიკითხავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რადიოში ორი გვარი: მარგველაშვილი და კეზერაშვილი თქვეს - როცა მარგველაშვილი და კეზერაშვილი რაიმე განცხადებას აწერენ ხელს, ამ განცხადების შინაარსში ჩაღრმავებას აზრი არა აქვს! - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამხარაძის თქმით, ეს ყველაფერი განსაკუთრებით საწყენია მარგველაშვილის მხრიდან, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და თავს უფლებას აძლევს, კეზერაშვილთან ერთად რაიმეს ხელმომწერი იყოს.

“განცხადებას ხელს აწერს იმ ადამიანთან ერთად, რომელზეც პრეზიდენტობის დროს თვლიდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი დიდი უბედურების დამტრიალებელი იყო. ეს არც ადამიანობაში ჯდება და არც არანაირ პრინციპებშიც, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ. შეიძლება, დაინტერესება აქვს, შეიძლება გადაიბირეს... რა შეიცვალა ორ-სამ წელში, გაკეთილშობილდნენ?! ფაქტები აღარ არსებობს, თუ ამ კაცმა რაიმე ახალი გაიგო?! რატომ აწერს ხელს ამ განცხადებებს კეზერაშვილთან ერთად?“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში