სერგეი ლავროვი - კითხვებს ბადებს მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაერო-ს, ეუთო-ს, ან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მისიებით ჩანაცვლების იდეა

კითხვებს ბადებს მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაერო-ს, ეუთო-ს, ან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მისიებით­ ჩანაცვლების იდეა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თუ ვინმეს სჯერა, რომ გაერო-მ, ეუთო-მ, რომელიმე ფაქტების დამდგენი მინსკის ჯგუფმა უნდა ჩაანაცვლოს რუსული სამშვიდობო კონტინგენტი, მაშინ სულ მცირე, ორიოდე კითხვა ჩნდება. პირველი კითხვა არის ის, რომ ამისათვის საჭიროა მხარეთა თანხმობა. უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანსა და სომხეთში, თუ არის ასეთი ინტერესი და თუ ეს არის სერიოზული ინტერესი, მაშინ, ალბათ, ეს პირველ რიგში უნდა შევთავაზოთ მათ, ვინც მიიღო გადაწყვეტილება რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ და გამოთქვა აზრი მის სასარგებლოდ“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, თუ ასეთი განცხადება გაკეთდება „მიკროფონის საშუალებით“, მაშინ ეს უნდა განიხილებოდეს როგორც საჯარო პოზიცია.

ცნობისთვის, 22 დეკემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე ლაჩინის დერეფანში და მთიან ყარაბაღში გაერო-ს ან ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიების გაგზავნის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. სომხეთის მთავრობის მეთაურის აზრით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტი ყურადღების მიქცევა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დახურვაზე.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი